ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე “ოქროს ბირჟა” დააყაჩაღეს. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ადგილზე ამ დრომდე პოლიცია არის მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
“ფორტუნას” ინფორმაციით, შენობაში ერთი ნიღბიანი შეიჭრა.
გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.