ზუგდიდში ქალი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში მოხდა. ვინ ან რა მოტივით მოკლა ქალი, ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ცნობით, ნაცემია ოჯახის ერთ-ერთი წევრიც.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.
ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.