LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში საპროტესტო აქციის დროს 2 ქალი შეუძლოდ გახდა

91

ზუგდიდში მერიის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე ორი ქალი შეუძლოდ გახდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. აქცია ხმაურით მიმდინარეობს. გარემოვაჭრეებმა მერიის შენობაში შეჭრა სცადეს.

მეორე დღეა,  გარევაჭრობის ნებართვის გაგრძელების მოთხოვნით მოვაჭრეები მერთან შეხვედრას ითხოვენ. აქციაზე სამართალდამცავებთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები მერიის წინ გზის გადაკეტვასაც ცდილობენ. მობილიზებულია პოლიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები