ზუგდიდში თხილის ქარხანა “თურალ გრუპი” დააყაჩაღეს. ქარხნის მენეჯერის მაია მიქავას ინფორმაციით, სამი ნიღბიანი პირი შენობაში იარაღის მუქარით შეიჭრა. მისივე ინფორმაციით, წაღებულია 50 000 ათასი ლარი და ნაცემია ერთ-ერთი თანამშრომელი.
“ჩემმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ მოულოდნელად შემოვარდნენ ყვირილით, ძირს დააწვინეს ერთ-ერთი თანამშრომელი და იარაღი ჩაარტყეს თავში. ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი”, – აღნიშნა მაია მიქავამ.
შსს-ს ცნობით გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.