LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ჩაჩუა: „მირჩევნია ხმამაღლა მთქმელი ვიყო, ვიდრე ჩუმი და პატიოსანი გარეწარი“

55
G37A2504

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემის „ვიზიტორი“ სტუმარია მარკეტოლოგი, მენტორი, სატელევიზიო პროექტის „პრაიმ-ჰაუსი“ მონაწილე ზურა ჩაჩუა

ზურა, მოგვიყევი რა პროფესიის ხარ ?

პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მინიმალური გამოცდილება მაქვს სატელევიზიო სფეროში, თუმცა, ჩემი პროფილი სხვა კუთხით შეიცვალა და მარკეტინგის მიმართულებით წავედი. პროფესიულად დავეუფლე ამ სფეროს, ვმუშაობდი მარკეტინგულ კომპანიაში, ვიყავი მოლაპარაკების ინიციატორი, გაყიდვების მენეჯერი, ამის შემდეგ უკვე ვამზადებდი თაობებს და ვზრდიდი მათ მოლაპარაკებების ხელოვნებაში, გაყიდვებში, ვიყავი მენტორი. ეს გახდა თანამდევი მთელი ჩემი ცხოვრების და წლების განმავლობაში ჩემი პროფესიული აღმავლობა უკავშირდება ამ სფეროს.

მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგული აქტივების შემდეგ სადაზღვევო ბიზნესში გადავედი, მთავარ ჩემ ემოციურ სიახლოვეს მენტორობას ვუკავშირებ, მოწვეული სპიკერი ვარ, ვკითხულობ ლექციებს, ძირითადად მაქვს კორპორაციული ტიპის დაკვეთები სხვადასხვა კომპანიებიდან.

საინტერესოა, რატომ არ გაჰყევი ჟურნალისტის კარიერას ?

ადამიანები უმაღლეს ცოდნას ვიღებთ რამდენიმე საკვანძო საკითხის გამო. ესენია კარიერული აღმავლობა და მეთოდების და ტექნიკის პრაქტიკაში გამოყენება. იყო რაღაც გარდამტეხი პერიოდი, თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ ჟურნალისტიკა ჩემთვის იყო საინტერესო და ახლაც არის, სრულიად შესაძლებელია დავუბრუნდე ამ სფეროს.

ჩემი მიმართულება ტელეჟურნალისტიკაა, ყოველთვის მაინტერესებდა. მოტივაციას ჩემი ლექტორები მაძლევდნენ, რომლებიც ხშირად აღნიშნავდნენ „ზურა, ეს დიდი აუდიტორია შენია“.

ახლა რომ დადგეს მოცემულობა, დიდი სიამოვნებით მივიღებ ამ გამოწვევას. ზოგადად, გამოწვევები არის ის, რაც უნდა მიიღო. ბოლო წლებია დამჩემდა, თუ რაიმე სირთულე ხდება ცხოვრებაში, დაე ამ პრობლემამ იკითხოს, რომ მე გადამეყარა და არა პირიქით.

მგონია, რომ ფსიქოლოგიაშიც ერკვევი..

კი, ასეა. ჩემი პროფესიაც ხომ ამ სფეროსთან ძალიან ახლოსაა. კარგად ვიცნობ ადამიანებს.

როგორ და რატომ გადაწყვიტე მონაწილეობის მიღება რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსში“ ?

კარგად გაანალიზებული მქონდა ეს ყველაფერი, ამასთან საკუთარი თავის გამოცდაც მინდოდა ბუნებრივია, თუმცა ზედმეტად რთული პერიოდს დაემთხვა.

ზოგადად, რეალითი შოუა და საინტერესოა. ყველას, რა უნარიც აქვს ცდილობს წინა პლანზე გადმოიტანოს და საზოგადოებას რაღაცით მაინც მისცეს მაგალითი. ამ პროექტში მონაწილეობისას ხშირად აღვნიშნავდი, რომ ბევრი არასრულწლოვანი უყურებს, შესაბამისად, ვფიქრობ, სამაგალითო უნდა იყოს ბევრი რამ, თუ ყველაფერი არა.

შენ რა მაგალითი მიეცი სხვებს ?

მინიმუმ ერთი, რასაც შემიძლია თამამად შევეხო, სადაც არ უნდა ვიყო და რა მოცემულობაში ეს ყველაფერი არის რეალური ცხოვრება. მე სცენაზე არ ვიდექი, მე ვიყავი რეალურად ის, ვინც ვიყავი რეალურ ცხოვრებაში. არასდროს ცეცხლზე არ დაგწვავ, რომ თავი გადავირჩინო. არ უნდა დაიკარგოს მორალური ღირსება, რაც ადამიანებს გვაქვს. მე ასე ვცხოვრობ.

ამ პროექტში შეიძლება მოხდეს ისე, რომ უცებ ყველა შენ წინააღმდეგ წავიდეს, ამ მოცემულობაში ვიყავი მეც. ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე ვიყავი და საკუთარი გამოვლენისთვის საკმარისი დრო არ დამრჩა, რეალითია. თუმცა, მადლობელი ვარ პროექტის და ყველა იმ ადამიანის, ვინც ერთგულება და სიყვარული მაჩუქა. ორი კვირის თავზე, როდესაც პროექტიდან გამოვედი ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარული დამხვდა გარეთ. ამას ვგრძნობ ყველგან, შეტყობინებებში, ქუჩაში.. ეს მიღირდა ამისთვის.

რამდენად მართებულია, როდესაც პირდაპირი ხარ, რამდენად რთულია ნიღბების ჩამოხსნა ადამიანებისთვის ?

ჩვენ სხვაში ის არ მოგვწონს, რაც რაც ჩვენში უხვადაა. ადამიანები თვითონვე ააშკარავებენ საკუთარ თავს, მთავარია მისცე მოედანი და ისინი გააკეთებენ თავიანთ საქმეს, ასეც მოხდა. მე არ მწამს ადამიანების, რომლებიც სხვის წაბორძიკებაზე, საკუთარი თავის წამოწევის მიზნით ჩაგაჭერენ. ზოგადად კი, მირჩევნია ხმამაღლა მთქმელი ვიყო, ვიდრე ჩუმი და პატიოსანი გარეწარი.

რა მოგიტანა ორმა კვირამ?  გამოჩნდა, რომ საინტერესო პერსონა ხარ, ჩემი გადაცემის სტუმარი ხარ..

პირველ რიგში დიდი მადლობა ამისთვის და მადლობა პროექტს. რა თქმა უნდა ამ ორ კვირას ჰქონდა თავისი გავლენა, რადგანაც მაქვს შემოთავაზებები. ბოლომდე ღია და მზად ვარ წინადადებების მისაღებად, გასაანალიზებლად და კოლაბორაციისთვის. ახალ გამოწვევებს გვერდს არ ვუვლი, ეს არის მთელი ჩემი ემოციური ნაწილი განვითარების, როგორც სკაუთარი თავის, ასევე სხვისი, ხელი ხელს ჰბანს.

და ბოლოს, რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ?

მოკლედ ვიტყვი, ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები