LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა დოიჯაშვილი გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს

412

მომღერლის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ნინო ჟღარკავა ავრცელებს. მისი თქმით, როგორც ჩანს, ნერვიულობამ, რომელიც მომღერალს ბოლო დროს ბინის დაყადაღების გამო მოუწია, მისი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვია.

ნინო ჯღარკავა წერს:

„არიან მომღერლები, რომლებიც არასდროს არავის აწუხებენ, არც ხმამაღლა შეუძლიათ თავიანთ გაჭირვებაზე წუწუნი, აქვთ ხალხის დიდი სიყვარული და გულში დიდი დარდი. ასეთია ზურა დოიჯაშვილი, სახალხო მომღერალი, უყვარს ყველას დიდს, პატარას, მღერის ყველასთვის, ზურა დღეს გულის შეტევით გადაიყვანეს კლინიკაში, ნერვიულობამ თავისი ქნა, ბინა სადაც ცხოვრობდა სამი შვილით და მეუღლით, დაყადაღებულია, მუსიკით ვერ არჩინა ოჯახი, დღეს სანამ ცოცხალია, მანამ სჭირდება თანადგომა, თორემ მიცვალებულის დატირება კარგად შეგვიძლია, საოცრად თავმდაბალი და უკეთილშობილესი ადამიანია ზურა, არც იტყოდა თავის გაჭირვებას, შემთხვევით რომ არ გამეგო, საქართველოს მოსახლეობას ვთხოვ, მათ ვისაც ერთხელ მაინც მოგისმენიათ ზურას სიმღერა, ტაში დაგიკრავთ, გაგღიმებიათ, მოგწონებიათ, დავეხმაროთ ზურას, უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ბიზნესმენებს, ზურას კოლეგებს, უბრალო ადამიანებს, გადავრჩინოთ ზურა! ეს მისი საბანკო რეკვიზიტებია!

TBC ბანკი GE30TB7365245064100044 ბადრი დოიჯაშვილი

GE23BG0000000747592200 საქართველოს ბანკი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g