LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზურა ჯაფარიძე, აიღე ახლა პასუხისმგებლობა ამ ბიჭზე… მიხაილო არის პოლიტიკური სპეკულაციების მსხვერპლი…“

295
jafaridzemixailo

დიჯეი მიხაილო, რომელსაც 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და პირობით იყო გათავისუფლებული, ისევ სასამართლოს წინაშე წარდგება.

პრობაციის ეროვნული სააგენტო შინაპატიმრობაში მყოფი მუსიკოსის, მიხიალო თოდუას ციხეში დაბრუნებას ითხოვს.

როგორც ცნობილია, მან საარჩევნო კამპანიის ფარგლებში 13, 14 და 17 ოქტომბერს “გირჩის” ღონისძიებებზე ღამის ათი საათის შემდეგ დაუკრა.

მიხაილო თოდუას მეგობრები მოუწოდებენ საზოგადოებას მუსიკოსის მხარდაჭერისკენ.

სოციალურ ქსელში კი დიჯეი დათუნა მაჩაიძე მიმართავს „გირჩის“ ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს

„აიღე ახლა პასუხისმგებლობა ამ ბიჭზე ! Zurab Girchi Japaridze !

იგივე მოხდა კაფე-ბარების შემთხვევაში, ვითომ „გირჩის“ ივენთების ფარგლებში დააჯარიმეს 10-10 ათასი ლარით!

ღონისძიებებზე დაკვრის გამო მიხაილო თოდუას ისევ ციხეში აბრუნებენ

სასამართლო პროცესი დღეს, 14 საათზე გაიმართება.

პოლიტიკური დივიდენდებს უბრალო ხალხი ეწირება!

ჩემი აზრით,  Michailo არის მსხვერპლი ამ პოლიტიკური სპეკულაციების და ტრ…ის თამაშის!

11 ნოემბერს, 2 საათზე ჩანიშნულია სასამართლო პროცესი, მიხაილოს ციხეში დაბრუნების თაობაზე ❗️

პ.ს.მაინტერესებს, რატომ სხვა ადგილებში დაკვრაზე არ შეექმნა პრობლემა, ამ მაგარ მუსიკოს და წესიერ კაცს?!

წელიწად-ნახევრის განმავლობაში უამრავ კლუბსა და ფართიზე დაუკრა ( თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) შესაბამისი დოკუნენტებიც წარადგინა, რომ საპატიოდ ჩათვლოდა. რატომღაც გირჩის ღონისძიებაზე დაკვრას არ ითვალისწინებენ!

უგულავა -ოქრუაშვილი შეიწყალეთ და ეს ბიჭი რა გახდა?!

საქართველოს მთავრობა

სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili

უნამუსობა და უსამართლობა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g