LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: „შესაძლოა, შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა და ეს ხალხის დასჯა კი არა, ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასება იქნება“

137
ზურაბ ჯაფარიძე

„შესაძლოა, შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა და ეს ხალხის დასჯა კი არა, ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასება იქნება“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ეკა ბესელია: „უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა იქნება უმძიმესი, დავბრუნდებით იმ ეპოქაში, როდესაც ვიზების მისაღებად რიგებში ვიდექით“

„ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი საკონსულტაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯაფარიძემ თქვა, რომ ოპოზიციური პარტიები მომავალი დღეების სამოქმედო გეგმასა და ახალი პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, რაც მისი სიტყვებით, პარტნიორ ევროპელ კოლეგებს ოპოზიციურ პარტიებთან კომუნიკაციას გაუმარტივებს.

„ჩვენი მეგობრებისგან იყო იდეა, რომ შეიქმნას ფორმატი, რომელიც მათ კომუნიკაციას ჩვენთან გაამარტივებს, რომ ადვილად გაიგონ ოპოზიციის ხედვებთან დაკავშირებული საკითხები.

ახლაც მიმდინარეობს პროტესტთან დაკავშირებით მსჯელობაც და თუ რაიმე სიახლე იქნება, საზოგადოებას აუცილებლად გავაგებინებთ.

მიხაილ როთი: „მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე – ამ მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი“

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, განცხადებით, „ევროკავშირში ბევრი მთავრობა და არა ყველა, უკვე განიხილავს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას“.

ამ ქვეყანაში სანამ იქნება ავტოკრატიული ხელისუფლება და დავშორდებით დემოკრატიულ პრინციპებს, შესაძლოა, შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა და ეს ხალხის დასჯა კი არა, ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასება იქნება. – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციის შეხვედრას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები – გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა, ასევე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ესწრებოდნენ.

თინა ბოკუჩავა: „როგორც სტუმრებმა დაგვიდასტურეს, ევროპულ „ლიდერშიფში“ განიხილება შესაძლებლობა, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაზე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g