LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე: “ახლავე წამშალოს ვინც ქარდავას და იმ მწამებელი სისტემის მხარეზე ხართ!”

1770
BeFunky-collage

მომღერალი ზურა ხაჩიძე დღეს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ეხმაურება. ხაჩიძე მიიჩნევს, რომ ადამიანები ვინც დღეს აქციაზე მივლენ, კონსტიტუციური უფლება აქვთ, მაგრამ არა მორალური.

„ვინც დღეს მიტინგზე მიდიხართ, უნდა იცოდეთ რომ თქვენ გაქვთ ამის კონსტიტუციური უფლება, მაგრამ თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება დაუდგეთ ადამიანის უფლებებების დამრღვევ, მწამებელ, ტერორზე და შიშზე დაყრდნობილ ყოფილ ხელისუფლებას გვერდში.

მე არ მესმის იმ ადამიანების და ახლავე წამშალოს ვინც ქარდავას და იმ მწამებელი სისტემის მხარეზე ხართ“! – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დღეს 18:00 საათზე გაიმართება. აქციაზე დასასწრებად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან კოლონებით მოდიან სააკაშვილის მხარდამჭერები. გზად კი მათ „ოცნების“ მხარდამჭერები ცოცხით ხვდებიან.

მერია: აქციის გამო რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მოძრაობა შეიზღუდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g