LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა შევარდნაძე: “ბევრი რუსი გვსტუმრობს ბაღში… განსაკუთრებით გვთხოვენ ხეებს, ნერგებს, თესლებს…ვუყურებ და ვფიქრობ, არ ჰგავს ეს ხალხი არც ტურისტს, არც დამსვენებელს და არც დროებით აქ ჩამოსულს”

173
ზურა

ცნო­ბი­ლი მე­ბა­ღე ზურა შე­ვარ­დნა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და რუსი ტუ­რის­ტე­ბის შე­სა­ხებ წერს.

როგორც შევარდნაძე აღნიშნავს, მის ბაღს ბევრი რუსი სტუმრობს. ისინი კი არ ჰგვანან არც ტურისტს, არც დამსვენებელს და არც დროებით აქ ჩამოსულს.

ზურა შევარდნაძე ასევე წერს, რომ რუსი ტურისტები, ძირითადად, ითხოვენ ხეებს, ნერგებსა და თესლებს.

“ბევრი რუსი გვსტუმრობს ბაღში, ყველა რუსი ალბათ არაა, უფრო სწორი ნათქვამი იქნება რუსულდ მოლაპარაკე (ან მე როგორ გავარჩიო დედალ-მამალი).

განსაკუთრებით ბოლო დროს გვთხოვენ ხეებს ბუჩქებს, ფერად ყვავილებს, ნერგებს, თესლებს. დიდი მონდომებით არჩევენ ვარდებს და სხვა მცენარეებს. ეძებენ საჩრდილობელ ხეებს, ისეთეს მალე რომ ექნება ჩრდილი.

ვუყურებ და ვფიქრობ, არ ჰგავს ეს ხალხი არც ტურისტს არც დამსვენებელს და არც დროებით აქ ჩამოსულს. ოცი დღით დასასვენებლად ჩამოსული კაცი, ქალი არ ეძებს საჩრდილობელ ხეს და ხეხილის ნერგს. მით უმეტეს არც ისე გულუბრყვილოს ჰგავს რომელიმე, რომ გაცნობიერებული არ ჰქონდეს წელს დარგული ბაღი, ორი, ზოგჯერ მეტი წლის შემდეგ მისცემს სასურველ შედეგს. ფაქტია აქვთ მიწის ნაკვეთი სადაც აპირებენ დარგვას.

რამდენიმემ ლანდშაფტის პროექტიც მიჩვენა (თავისი თვისტომის მიერ დახატული, დაგეგმარებული) ზუსტად იციან რა უნდათ..
არვიცი, არვიცი, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს მაგრამ მე ჩემი ფიქრი და დარდი მაქვს …” – წერს ზურა შევარდნაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g