LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ყიფშიძე: „მე და ჩემმა ცოლმა ერთმანეთი არავისზე გავცვალეთ… ჩემი შეცდომები შვილებმაც გაიმეორეს“

1334
ზურა მზა

„ჩემთვის ფული მთავარი არასოდეს ყოფილა, თუმცა საჭირო და აუცილებელია. შიგადაშიგ ისეთ მოძალებულ სიყვარულს განვიცდი ადგილის დედისადმი, რომ აქედან ვერსად წავედი,“ – ამის შესახებ ზურა ყიფშიძე „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

„სამწუხაროა, რომ ჩვენთანაც მომრავლდა ათასი რჯულის აფერისტი, რომელთა მსხვერპლნიც პატიოსანი ადამიანები ხდებიან. მათი ხელი ჩემს ოჯახსაც შეეხო.

ჩემმა ცოლმა და ცოლისდამ ერთი ასეთი აფერისტის გამო ბინა დაკარგეს. ვერ შევძელით სამართლიანობის აღდგენა. ვერ ვაჯობეთ შუბლის ძარღვგაწყვეტილ ნაძირალას. ამიტომ მომიწია ვალის აღება და ცოლისდას ბინა ვუყიდე. ცის ქვეშ ხომ არ დავტოვებდი?!..

მან პირადზეც ისაუბრა და კითხვაზე, რაშია მისი მყარი ოჯახის საიდუმლო, კითხვას ასე უპასუხა:

– ლელა გოცირიძე პირველად ვასო გოძიაშვილის დაკრძალვაზე ვნახე. დავინახე საოცრება – გოგო სქელი ველვეტის ლაბადაში, ჯინსებით, უმაკიაჟოდ. გადავირიე, ვეღარავის ვხედავდი.

რაშია მყარი ოჯახის საიდუმლო? არ ვიცი, რთული კითხვაა. ალბათ ვერ დავთმეთ ერთმანეთი, არავისზე გავცვალეთ. ოჯახი პატარ-პატარა უსიამოვნებების გარეშე არ არსებობს. პირველი 5-7 წელია რთული, მერე უფრო ლაგდება თანაცხოვრება. სიყვარულიც იცვლება, უფრო მტკიცეა, მაგრამ უფრო დაწყნარებული. რაც დრო გადის, მეტად მიყვარდება.

ოჯახი ძალიან ბევრს ნიშნავს კაცისთვის. როცა შვილები გყავს, დიდი პასუხისმგებლობაა. მამას ბევრი მოეთხოვება, შეცდომების დაშვების უფლება არ აქვს, რადგან ის შეცდომები, როგორც სარკეში, შვილებზე აირეკლება. შეცდომების გარეშე ვერც მე ვიცხოვრე და დამინახავს, რომ შემდეგ შვილებმა რაღაც დოზით გაიმეორეს. ოჯახს დიდი მოფრთხილება სჭირდება,“ – ამბობს ყიფშიძე.

ვიდეო: „ბედის ამბავიც არის.. თეთრმა ცხენმა რამდენჯერმე ჩამირბინა და თვალი გავაყოლე“ – ზურა ყიფშიძე საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე

„შეხვედრა ყველასათვის საყვარელ მსახიობთან“ – რას წერს დათო ოქიტაშვილი ზურა ყიფშიძის საიუბილეო საღამოს შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g