LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ აბაშიძეს “სიტყვები არ ყოფნის” როგორ შეაფასოს გაფრინდაშვილის განაჩენი

108
karasini-abashidze

მიუხედავად ქართული მხარის მიერ არაერთგზის მოთხოვნისა საოკუპაციო რეჟიმს ქართველი ექიმი გაეთავისუფლებინა, უშედეგო აღმოჩნდა. დღეს დე ფაქტო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლის და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობოები, სამოქალაქო საზოგადოება და მთელი ქვეყნის მასშტაბით მედპერსონალი იყო ჩართული, თუმცა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მართლმსაჯულებამ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ექიმს მაინც არ აპატია.

სასჯელის გამოცხადების შემდეგ განცხადებების გაკეთება თბილისში უკვე დაწყებულია. ზოგისთვის ფაქტი ვრცელი ტექსტების გამოქვეყნებასა და სხვის დაბრალებაში გამოიხატა, ზოგმა “დედის გინებასა” და “იდიოტების” თქმისთვის მანდატი მაინც არ დატოვა, ზოგმა ჯერ ხმამაღალი განცხადებიგან საერთოდ თავი შეიკავა. რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს, მას სიტყვები არ ყოფნის, თუმცა რაც ეყო იმით თქვა, რომ ჩვენ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ იმედისმომცემი განცხადება მოვისმინეთო და ალბათ დაიჯერა კიდეც.

„სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც ამ წუთებში განვიცდი; საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უპრეცედენტო თანადგომისა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ ტყვეობაში რჩება. ეს უკანონო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით და მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე პროგრესს. აღარაფერს ვამბობ ბატონი ვაჟას ოჯახის წევრების მდგომარეობაზე. არ დარჩენილა არც ერთი ორმხრივი ან მრავალმხრივი ფორმატი, საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც არ დაგვეყენებინოს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი. ჩვენ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდანაც მოვისმინეთ იმედისმომცემი განცხადებები. სამწუხაროდ, შედეგი ჯერ ასეთია – ფრიად დრამატული. ჩვენ, როგორც აქამდე, კვლავ გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ჩვენი თანამოქალაქე დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წელი და 9 თვე პატიმრობა მიუსაჯეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g