LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ბატიაშვილი: „თუ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის დაკავებაზე წავა, შეიძლება ხელისუფლებაში კაცი არ დარჩეს, რომელსაც არ დაასანქცირებენ – თუ ამაზე წამსვლელები არიან, უფრო მალე ჩამოიშლებიან“

223
ზურაბ ბატიაშვილი, სალომე ზურაბიშვილი

„ამათ [„ქართულ ოცნებას“] ზოგადად, სიშლეგეები ახასიათებთ და შეიძლება, ესეც გააკეთონ, მაგრამ ერთია, რას გააკეთებ და მეორე – რა შედეგი მოჰყვება“ – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ანალიტიკოსმა შეაფასა პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ის 29 დეკემბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ ცხოვრების გისოსებს მიღმა გაგრძელების შესაძლებლობაზე საუბრობს. ბატიაშვილი ამბობს, რომ თუ „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილს დააკავებს, ამას ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი ექნება:

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ

პრემიერის განცხადებით, თუ პრეზიდენტი რეზიდენციაში გამაგრდება, ეს იქნება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.

„ამათ [„ქართულ ოცნებას“] ზოგადად, სიშლეგეები ახასიათებთ და შეიძლება, ესეც გააკეთონ, მაგრამ ერთია, რას გააკეთებ და მეორე – რა შედეგი მოჰყვება. თუ დღემდე მხოლოდ ერთი მინისტრია დასანქცირებული, შემდეგ შეიძლება მთელი მინისტრთა კაბინეტი და მოადგილეები დასანქცირდნენ. შეიძლება ხელისუფლებაში კაცი არ დარჩეს, რომელიც დასანქცირებული არ იქნება. თუ ამაზე წამსვლელები არიან, უფრო მალე ჩამოიშლებიან. ყველა ქმედებას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს და ეს ფასი ძალიან დიდი იქნება. თუ ვსაუბრობდით მაკრონის ივანიშვილთან საუბარზე, შემდეგ მაკრონი იძულებული გახდება ქმედებებზე გადავიდეს და საუბრით არ შემოიფარგლოს.

„მართალია, რომ მე გისოსების უკან მალე ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია? არ გვეშინია, რადგან აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს“ – სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს

მისი თქმით, მათ არ ეშინიათ, რადგან იქ მხოლოდ სიყვარული სუფევს და ვინც ამბობს, რომ იქ ვინმესთან დაპირისპირება ბევრ ტყუილთა შორის ეს კიდევ ერთი ტყუილია.

სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოს სახელით უცხოელებს ელაპარაკება. მეტი ვეღარავინ. საგარეო საქმეთა მინისტრადაც არ მოიხსენიებენ ბოჭორიშვილს და მოიხსენიებენ როგორც პარტიის წარმომადგენელს. იგივეა სხვების, მათ შორის კობახიძის შემთხვევაშიც. ერთადერთია ზურაბიშვილი. მას საერთაშორისო ურთიერთობები კარგად ესმის. უცხოეთშიც მისი ფასი კარგად იციან. ამიტომ, მის დაპატიმრებას თუ შესაძლო სხვა ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებენ. რა თქმა უნდა, ივანიშვილს დათმობა მოუწევს. რაც მალე დათმობს, მისთვისაც უკეთესია და ქვეყნისთვისაც. თუმცა, ვნახოთ, 29-მდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. საერთაშორისო არენაზე და ქვეყნის შიგნითაც, წნეხი მზარდია. ეს გვაჩვენა გუშინ და გუშინწინდელმა აქციებმა, რომელიც მომატებულია როგორც რაოდენობის, ისე შინაარსის თვალსაზრისითაც. პოლიტიკური განზომილებაც მიეცა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა. ხალხი შეიძლება ფიქრობს, რატომ არ იყო სანქციები გუშინ და გუშინ წინ, მაგრამ შაბათ-კვირა დასვენების დღეა. სანქციები გაგრძელდება და ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“.

სალომე ზურაბიშვილი: მზად ვარ შევხვდე ბიძინა ივანიშვილს

„უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და უნდა დაინიშნოს სასწრაფოდ!“

შეგახსენებთ, პრემიერმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა:

„სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს მოუწევს თანამდებობის დატოვება. ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ – მგონია, მას ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა განმარტა, ამ 1 კვირის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ვერაფერს გააკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g