LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე – „ეს პროტესტი მნიშვნელოვანია – რაც შეეხება გეგმას, დღეს იქნება პროტესტი, შემდეგ როგორ განვითარდება, ამაზე პოლიტიკური ლიდერები შევთანხმდებით“

113
ზურაბ ჯაფარიძე

ერთადერთი გეგმა არსებობს – ამ პროტესტის კულმინაცია. 21 ნოემბერს არის ბოლო ვადა, როდესაც ცესკომ შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოაქვეყნოს. ამის შემდეგ არის 10-დღიანი ვადა, როდესაც ეცდებიან შეკრიბონ პარლამენტი და ლეგიტიმაცია მისცენ. ეს არ უნდა დავუშვათ! – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც ოპოზიციური კოალიციების ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მთელი საქართველო უნდა გამოვიდეს და ფეხზე უნდა დადგეს.

„სააპელაციო სასამართლოსთან იმიტომ არის პროტესტი, რომ აქ განიხილება სარჩელები, რომელიც შესულია არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან. ეს ეხება ხმების ფარულობის დარღვევას. ჩვენ ვნახეთ, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს, რომ მთელ ქვეყანაში ფარულობა დარღვეული იყო, ეს მიუთითებს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა. გუშინ კი განხილვა გადადეს, პლუს გააერთიანეს სარჩელები როგორც თბილისში, ისე ქუთაისში. დააწერეს ისეთ მოსამართლეებს, რომელიც მართულები არიან რომ იგივე პრეცედენტი არ განმეორდეს სადმე, შემთხვევით მოსამართლემ არ გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს პროტესტი მნიშვნელოვანია. რაც შეეხება გეგმას, დღეს იქნება აქ პროტესტი, შემდეგ როგორ განვითარდება ამაზე პოლიტიკური ლიდერები შევთანხმდებით. ჩემი აზრით, ერთადერთი გეგმა არსებობს – ამ პროტესტის კულმინაცია. 21 ნოემბერს არის ბოლო ვადა, როდესაც ცესკომ შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოაქვეყნოს. ამის შემდეგ არის 10-დღიანი ვადა, როდესაც ისინი ეცდებიან შეკრიბონ პარლამენტი და ლეგიტიმაცია მისცენ. ჩემი აზრით, არ უნდა დავუშვათ, მთელი საქართველო უნდა გამოვიდეს და ფეხზე უნდა დადგეს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

სლაიდზე აქციის ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g