LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: მოიკლავს თავს ამერიკა მაჭარაშვილისთვის მტკიცებულებების წარდგენით, მეტი საქმე არ აქვთ

152
ჯაფარიძე-ზურა-japaridze-jafaridze

„მოიკლავს თავს ამერიკა მაჭარაშვილისთვის მტკიცებულებების წარდგენით, მეტი საქმე არ აქვთ. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე არ შეუშვას თავის ქვეყანაში“, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს.

მაჭარაშვილი: მოსამართლეთა დასანქცირება უსაფუძვლოა! – აშშ-ს ელჩმა ამაზე გულწრფელად როგორ უნდა თქვას, რომ მათი სურვილი ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებაა

ჯაფარიძის თქმით, არავინ არის ვალდებული, ვინმეს მტკიცებულებები წარუდგინოს.

„ამერიკის ელჩს ოფისი ჰქონდა სასამართლოში“ – გურამ მაჭარაშვილი

„საქართველოს საზღვრიდან ატრიალებენ უამრავ ადამიანს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. არავინ არის ვალდებული, ვინმეს მტკიცებულებები წარუდგინოს, მით უმეტეს, ვინ არის გურამ მაჭარაშვილი, რუსთავის „ქართუს“ ფილიალის იურისტი იყო და უცებ დასვეს პარლამენტში. ახლა პრეტენზიები აქვს ამერიკასთან. მოიკლავენ თავს, კი, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო დეპარტამენტი 20-გვერდიან ახსნა-განმარტებას დაუდებს მაჭარაშვილს, მეტი საქმე არ აქვთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g