LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამერიკის ელჩს ოფისი ჰქონდა სასამართლოში“ – გურამ მაჭარაშვილი

169
67586778

„ჩვენ სულ ვამბობდით, რომ  ამერიკის საელჩოს მხრიდან იყო არაერთი მცდელობა ქართულ  მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარების. ამის ბევრი მაგალითები იყო.  მაგალითად ის, რომ თავად ელჩი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იგნორირებით დადიოდა მოსამართლეებთან, საერთოდ ოფისი ჰქონდა სასამართლოში, რაც არის წარმოუდგენელი“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას, საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ და თქვა, რომ „ხალხის ძალა“ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.

„მტკიცებულებების გარეშე მოხდა მოსამართლეების დასანქცირება. რა თქმა უნდა ეს იყო პირდაპირი მინიშნება და მითითება იმაზე, რომ თუ არ გადმოგვცემთ კონტროლს ქართულ მართლმსაჯულებაზე, ჩვენ გვექნება ასეთი ტიპის სანქციები, თუმცა მიიღეს შესაბამისი რეაქცია“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

უმრავლესობის წევრი ამბობს რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს პასუხის გაცემა ბოლომდე მოუწევს.

„ჩვენ ამ თემას არ დავწევთ და ბოლომდე მოუწევს პასუხის გაცემა სახელმწიფო დეპარტამენტს, ან მტკიცებულებებით, ან უკან გაწვევით. მესამე ვარიანტია მივიღებთ იმას რაც პირდაპირ გვითხრეს, ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლს, რაც მიუღებელია და საზოგადოება არ დაუშვებს“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „დღის თემა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები