LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში მაინც არ დადიოდა და მისი აქ არყოფნით არაფერი შეიცვლება, დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ: სანდრო რაქვიაშვილი

88
სანდრო რაქვიაშვილი

ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საპარლამენტო მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ „ეს დიდი ტრაგედია არ არის“.

მისივე თქმით, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე წალენჯიხაში აპირებს წასვლას და ჩვეულებრივი ამბავია, რომ პარლამენტი დატოვოს, „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი მაინც არ დადიოდა და მისი არ ყოფნით არაფერი შეიცვლება.

„მამუკა ხაზარაძე წალენჯიხაში წასვლას აპირებს და ჩვეულებრივი ამბავია, რომ პარლამენტი დატოვოს. ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში მაინც არ დადიოდა და მისი აქ არყოფნით არაფერი შეიცვლება, ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში განცხადების დაწერაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც უარი თქვეს, როცა მიხეილ სააკაშვილმა თავისი პოზიცია შეცვალა. როგორც ჩანს, ბევრ დეპუტატს არ წარმოუდგენია ის შესაძლებლობები გამოიყენოს, რაც პარლამენტშია. თუ არ შეუძლიათ და სხვა ალტერნატივა აქვთ, რატომაც არა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

magti 5g