LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძემ, ბანკი „ქართუსგან“ სესხის სახით ერთი მილიონი ლარი მოითხოვა

77

„გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ბანკი „ქართუსგან“ სესხის სახით ერთი მილიონი ლარი მოითხოვა.

„ძალიან ზრდილობიანი ხალხი იყო. დაიტოვეს ჩემი განაცხადი და ის საბუთები, რომლებიც ადასტურებდა, რომ მე ნამდვილად პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ. მომცეს თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია, დაიტოვეს ჩემი ინფორმაცია, მითხრეს, რომ განიხილავენ. ანუ ამ მომენტში „ქართუ ბანკში“ განიხილება, მომცემენ თუ არა ერთ მილიონს სესხად იმისათვის, რომ დარჩენილ დღეებში გამოვიყენო და კამპანია ავაფეთქო,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

https://www.facebook.com/GirchiParty/videos/291516891453926/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g