LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ მახარაძე: „რეესტრმა ჩვენი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო – პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ იმის გამო, რომ „ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ“

185
ზურაბ მახააძე

„ეს წერილი დაგვახვედრა ცეესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა ჩვენი ახალი პარტიის „ქართული იდეის” გაუქმების პროცესიც დაიწყო“, – ამის შესახებ პრორუსული ჯგუფის „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ განაცხადა.

„ალტ ინფოს“ განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მიიღეს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული იდეის“ სარეგისტრაციო მონაცემებზე საჯარო რეესტრში მოკვლევა მიმდინარეობს და მათი განცხადების განხილვა არჩევნებზე რეგისტრაციისთვის, მოკვლევის დასრულებამდე ვერ მოხდება.

ევროპარლამენტარები ევროსტრუქტურებს მორგოშიასა და „ალტ-ინფოს“ სანქცირებისკენ მოუწოდებენ

„ვუყურებ ახლა ამ დოკუმენტს რომლითაც ოცნება „ქართულ იდეას” აუქმებს, პარტიას რომელიც წინა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც ჩვენ სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ იმის გამო, რომ „ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ.

ესაა რეალობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებზე ხალხს „ნაცების“ და „ქოცების“ გარდა კიდევ რამე არჩევანი ჰქონდეს, მაგრამ ხალხმაც უნდა გადაწყვიტოს, საერთოდ უნდა თუ არა ასეთი არჩევანი. თუ გინდა უფლება, მისთვის რამე უნდა გააკეთო,“ – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.

რატი ბრეგაძე „ალტ-ინფოზე“: „გაუქმდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, რომლითაც საჯარო რეესტრს მოეთხოვა, „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგისტრაციის კანონიერება შეესწავლათ“

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა, კერძოდ მათ ყრილობის შეცვლილი წესდება არ ჰქონდათ წარგენილი.

შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრმა პარტია „ალტ-ინფო“ 8 აპრილს გააუქმა. რეესტრის დოკუმენტის თანახმად, გადაწყვეტილება პარტიის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე პარტიის რეგისტრაციის კანონიერება შეისწავლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g