ზურაბ ტყემალაძე აქტიური პოლიტიკიდან მიდის,“მრეწველების“ ლიდერის თქმით, გადაწყვეტილების შესახებ მომავალი წლის დასაწყისში პარტიის ყრილობაზე განაცხადებს.
“ცხოვრებიდან და პოლიტიკიდან მთლიანად გაქრობას არ ვაპირებ, მაგრამ აქტიური პოლიტიკის გადაბარება მოხდება ახალგაზრდებზე. ვფიქრობ, თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომაზეც. ”მრეწველები” არ გაქრებიან, ”მრეწველები” იქნებიან. ვიმედოვნებ, რომ ახალგაზრდები წამყვან პოზიციებს დაიკავებენ “.