LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ვენეცკი: შეჭირვებული ადამიანებისთვის ხვალ, დიდ დიღომში პასკა უფასოდ დარიგდება

396
Untitled design (4)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი, ზურაბ ვენეცკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხვალ 11 საათიდან, დიდ დიღომში, შეჭირვებული ადამიანებისთვის და დროებით ლტოლვილებისთვის პასკა და სხვა პროდუქტები უფასოდ დარიგდება.

„მეგობრებო, ხვალ 11:00 საათიდან, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის #9-ში მდებარე „ბერძნული პურის“ საცხობიდან დაიწყება ჩვენი სააღდგომო აქცია. უფასოდ დარიგდება პასკა, პური, ქადა, ბულკი, პონჩიკი. ასევე „ვანილას“ საცხობის უგემრიელესი ეკლერის, შუს და სხვადასხვა ნამცხვრების სასაჩუქრე ნაკრები. გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს მეზობლად მცხოვრებ შეჭირვებულ ადამიანებს, დროებით ლტოლვილებს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სტუმრებსაც. ასევე ყველა იმას, ვისაც სჭირდება ასეთი დახმარება.

მობრძანდით, გელით!“, – წერს ზურაბ ვენეცკი.

 

მეგობრებო,ხვალ 11:00 საათიდან, დიდ დიღომში,პეტრიწის ქუჩის #9-ში მდებარე “ბერძნული პურის” საცხობიდან დაიწყება ჩვენი…

Posted by Zurab Venetski on Friday, 14 April 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g