LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ზვიადაურს ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა – როგორია ოლიმპიური ჩემპიონის ჯანმრთელობის მდგომარეობა

147
zurab zviadaur

სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონს, ოპერაცია ჩაუტარდა.

ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სტაბილურია.

ზვიადაურის ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ  ხერხემალზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პენიტენციურ დაწესებულებაში მალევე გადაიყვანეს.

„ზურაბ ზვიადაურს ჩაუტარდა ოპერაცია, ის ამ ეტაპზე პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია“, – აცხადებს კოტრიკაძე.

შეგახსენებთ, წინანდალში, 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.

ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g