LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი: დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში დღეს ატარებს არალეგიტიმურ „საპრეზიდენტო არჩევნებს“

99
13mzia

საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერით“ ავრცელებს განცხადებას, სადაც ამ ფიქტიურ პროცესს გმობს.

„დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში დღეს ატარებს არალეგიტიმურ „საპრეზიდენტო არჩევნებს“. საქართველო გმობს ამ ფიქტიურ პროცესს, როგორც ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის კიდევ ერთ შელახვას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

როგორც საოკუპაციო რეჟიმი იუწყება, „პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძვის და მათ შორისაა მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა“.

mazda magti 5g