LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი: ჟაკ შირაკის გარეშე დღეს საქართველოს პრეზიდენტი ვერ ვიქნებოდი

239
page

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის გარდაცვალებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„ჟაკ შირაკ მოგიგონებთ პატივისცემით და მადლიერებით. მის გარეშე მე დღეს საქართველოს პრეზიდენტი ვერ ვიქნებოდი”,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი გამთენიისას, ოჯახის წევრების გარემოცვაში დაიღუპა.

ჟაკ შირაკი საფრანგეთის პრეზიდენტი 1995–2007 წლებში იყო. მანამდე, 1977–1995 წლებში ის პარიზის მერის თანამდებობას იკავებდა, 1974-1976 და 1986-1988 წლებში კი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი იყო.

ჟაკ შირაკი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

ყოფილი პრეზიდენტი გამთენიისას, ოჯახის წევრების გარემოცვაში დაიღუპა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g