„ისრაელის ტრანსპორტის მინისტრთან საუბარში ცალსახად დავგმე ტერორიზმი და გამოვხატე სოლიდარობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერში წერს.
პრეზიდენტის თქმით, მინისტრთან საუბრისა მძევლების უსაფრთხო გათავისუფლებისა იმედი გამოთქვა.
ჯო ბაიდენი – „მჯერა, რომ “ჰამასის” მძევლების გათავისუფლება მოხდება.. გაძელით, ჩვენ მოვდივართ“
„ვესაუბრე ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრ მირი რეგევს.
ცალსახად დავგმე ტერორიზმი, კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი სოლიდარობა ისრაელის მიერ თავისი ტერიტორიების დაცვისათვის გაწეული ძალისხმევის მიმართ.
იმედი გამოვთქვი მძევლების უსაფრთხო გათავისუფლებისა და სწრაფი ჰუმანიტარული ქმედებების მიმართ, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა მშვიდობიანი მოქალაქის, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოებას“, – წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.