LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზურაბიშვილს თუ ჰგონია, რომ „სადაც არ უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს,“ მაგრად ცდება“ – ალუდა ღუდუშაური

142
Untitled design (4)

„ზურაბიშვილს თუ ჰგონია, რომ „სადაც არ უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს,“ მაგრად შემცდარა ეს ადამიანი და მაგრად ცდება,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ „მოვალეა“ და მის დაკვეთას ასრულებს.

„როცა პრეზიდენტისთვის კონსტიტუცია არაფერს ნიშნავს, საერთოდ ამ ქალისთვის არანაირი კანონმდებლობა არ არსებობს და ამოვარდნილია ყველაფრიდან, მაგრად შემცდარა ეს ადამიანი და მაგრად ცდება.

ქართველი ხალხი ხედავს მარტივად, რა მისიაც აქვს დღეს მას.

მისი მისიაა ქვეყანაში ხელოვნურად ასწიოს პოლიტიკური ტემპერატურა და ამ პოლიტიკურ ველზე საკუთარი თავი სადღაც მაინც დაინახოს.

ის ასრულებს „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთას. მოვალეა „ნაციონალური მოძრაობის,“ ურთიერთშეთანხმებულები არიან და დღეს ფორმალური პრეზიდენტი ის არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატების წყალობით,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.

ასევე იხილეთ:

ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე გახდეს“

„კობახიძეს ვურჩევდი, ძილის წინ დამამშვიდებელი მიიღოს, რომ ასეთი აბსურდული სიზმრები აღარ ნახოს.. პრეზიდენტი ასრულებს კონკრეტულ როლს, სპეკულაციებზე ვერაფერს ვიტყვი“ – საბა ბუაძე 

„სალომე ზურაბიშვილი საბოლოოდ გათავისუფლდა ბიძინას კომპლექსისგან და ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი“ – გია ხუხაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g