LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სალომე ზურაბიშვილი საბოლოოდ გათავისუფლდა ბიძინას კომპლექსისგან და ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი“ – გია ხუხაშვილი 

203
ხუხა მზა

„სალომე ზურაბიშვილი საბოლოოდ გათავისუფლდა ბიძინას კომპლექსისგან და ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი,“ – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ le monde-სთან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა.“

„სალომე ზურაბიშვილს მშვენივრად ესმის, რომ ის პრეზიდენტი ვერ გახდებოდა, რომ არა „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის აშკარა მხარდაჭერა. შესაბამისად, მას ამ ტვირთის ტარება უწევდა.

„თუ ოლიგარქს ეძახის ივანიშვილს, რა უნდა პრეზიდენტად?! გადადგეს - არაადეკვატურია“ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე 

„გვერდში დავუდექით, პლაკატებზე მის ნაცვლად ჩვენ ვიყავით გაკრული და ახლა ოლიგარქს ეძახის?!“

პირველი წლების განმავლობაში მას ეს კომპლექსი ჰქონდა და ძალიან ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდა მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, მასაც არ მოსწონდა, რასაც აკეთებდა „ქართული ოცნება.“

მან პირველ ეტაპზე გადალახა „ქართული ოცნების“ კომპლექსი, მაგრამ დარჩა გარკვეული ვალდებულებები ბიძინა ივანიშვილთან და ბოლო მომენტამდე, გუშინდლამდე ის ცდილობდა ვალდებულებების კორექცია მოეხდინა, მაგრამ საბოლოო ჯამში დაინახა, რომ სახელმწიფო ინტერესებთან კონფრონტაციულია ბიძინა ივანიშვილი, რომ ის აზიანებს სახელმწიფო ინტერესს,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ასევე იხილეთ:

ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე გახდეს“

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე.. ის, რაც ვიხილეთ უმსგავსობაა, ქართული კულტურისათვის უღირსი და სამარცხვინო საქციელია

მდინარაძე: „სალომე ზურაბიშვილი „ნაცების“ გაბოროტებულ „მესიჯბოქსში“ ჩაერთო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g