„ეს არის გზავნილი ქალბატონი სალომეს მხრიდან, რომ ის ჩაერთო ბოლომდე ნაცების „მესიჯბოქსში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა
მანვე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება გაბოროტებული ადამიანის განცხადებას ჰგავს, განსაკუთრებით იმ ადამიანის (ბიძინა ივანიშვილი) მიმართ, ვინც მის გაპრეზიდენტებაში, განსაკუთრებული როლი ითამაშა.
„თუ ოლიგარქს ეძახის ივანიშვილს, რა უნდა პრეზიდენტად?! გადადგეს - არაადეკვატურია“ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე
„გვერდში დავუდექით, პლაკატებზე მის ნაცვლად ჩვენ ვიყავით გაკრული და ახლა ოლიგარქს ეძახის?!“
„მე მგონია, რომ ადამიანს ცოტა უხერხულობა მაინც ამ დროს უნდა აკავებდეს, იმიტომ, რომ მე პირადად ადამიანს რომ ვიცნობ, განცხადებებში რაც არ უნდა მისი გაკრიტიკება მინდოდეს, ცოტა უფრო რბილად ვაკრიტიკებ ხოლმე, ადამიანური მომენტია.
სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი, მიუხედავად ამისა, „ნაცებს“ რაც აქვთ ყველაზე მდაბიო „მესიჯბოქსი“ პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი ამ გაბოროტებულ მესიჯბოქსში ჩაერთო“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.