მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება.
შესაბამის დოკუმენტს ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.
შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. ის აღნიშნულ თანამდებობაზე გელა გელაძემ შეცვალა.
