LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ოლიგარქს ეძახის ივანიშვილს, რა უნდა პრეზიდენტად?! გადადგეს – არაადეკვატურია“ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე 

155
ზარქუ სალო მზა

„თუ ოლიგარქს ეძახის ივანიშვილს და მის გუნდს რუსეთის ინტერესების გამტარებელს, რა უნდა პრეზიდენტად, გადადგეს – გვერდში დავუდექით, პლაკატებზე მის ნაცვლად ჩვენ ვიყავით გაკრული და ახლა ოლიგარქს ეძახის?! არაადეკვატურია,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა

როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილი ივანიშვილმა წარადგინა თავის დროზე, თორემ მათი არჩევანი არ ყოფილა.

„ქალბატონ სალომეს თუ ღირსება აქვს შენარჩუნებული და ადეკვატურობა უნდა გადადგეს, მაგრამ ვერა, სამწუხაროდ. ადეკვატურობის პრობლემა აქვს და-ძმას.

მაჭარაშვილი: „ზურაბიშვილს „ენა წინ გაურბის, გონება უკან რჩება“.. თუ შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, სააკაშვილს მიუჯდება „ვივა მედში“ 

ივანიშვილის გუნდმა აგირჩია, ივანიშვილმა წარგადგინა თავის დროზე, თორემ ჩვენი არჩევანი არ ყოფილა, გვითხრეს, რომ ეს არის სწორედ დემოკრატიის გზაზე და პლუს ევროინტეგრაციაში დაგვეხმარება, აღმოჩნდა, რომ მავნებლობს თავის განცხადებებით, პარლამენტში გამოვიდა და თქვა ფსევდორეფორმა არისო, ეს უნდა თქვას, როცა სტატუსს ველოდებოდით?

მერე ევროპაში ჩავიდა და თქვა, დარწმუნებული არ ვარ, პრემიერს დასავლეთი უნდა თუ არაო, ამას ამბობს პრეზიდენტი..

უნამუსობასთან ერთად არაადეკვატურობაა და მავნებლობა და ჩემი აზრით, თუ ოდნავ მაინც შერჩა ღირსება და ადამიანობა, კეთილი ინებოს, გადადგეს და შეუერთდეს რადიკალებს და ჩახდილებს, მათი ინტერესების გამტარებელი გახდა,“ – განაცხადა ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები