მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, le monde-სთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
სალომე ზურაბიშვილის მიერ, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე საუბრის დროს, გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტს „ენა წინ გაურბის, გონება უკან რჩება“.
„ზურაბიშვილის ხელში პრეზიდენტის ფუნქციები არის როგორც ასანთი პატარა ბავშვის ხელში. ჩვენც იძულებულები ვართ, როგორც არასრულწლოვანს დაჰყვებიან და მის შეცდომებს ასწორებენ, ასე ვივლით, სანამ ეს ფუნქციები ფორმალურად ექნება და რამდენ ასეთ სისულელეს იტყვის, იმდენჯერ ვიტყვით, რომ ეს ნათქვამია იმ ე.წ. პრეზიდენტის, რომელსაც დაუდგინდა კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც აპირებს დაიჭიროს სი ძინ პინი, ვინც ბაიდენს ხვდება და ა.შ.
ხშირ შემთხვევაში მისი განცხადებები არაადეკვატურია. ყურადსაღები იმიტომ არის, რომ ის იმეორებს მისი პატრონების განცხადებებს – უცხოური ძალები, რომელსაც არეულობა უნდათ ქვეყანაში, არსად წასულან.
ზურაბიშვილმა გადაუსწრო და ჩამოიტოვა გვარამიაც, მელიაც, სააკაშვილიც და, რეალურად, ახლა არის მედროშე, ოღონდ მანამ, სანამ ფუნქციები აქვს, თორემ თუ ჰგონია, რომ ოპოზიციაში ვინმე მას ფუნქციების ამოწურვის შემდგომ მიიღებს, ძალიან ცდება, არავინ მიიღებს, თუნდაც, 1-პროცენტიან პარტიებში, რადგან როგორც ერთ ცნობილ ფილმშია, „ენა წინ გაურბის, გონება უკან რჩება“.
სანამ ფუნქციები ექნება, ვივლით და ვიტყვით: „არ დაუჯეროთ ხალხო, გასულია მომსახურების ზონიდან, რა ვქნათ, ფორმალურად, ჯერჯერობით პრეზიდენტად დარჩა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, სალომე ზურაბიშვილი „ვივა მედში“ მიხეილ სააკაშვილს „მიუჯდება“.
„შეწყალების მექანიზმს რაც შეეხება, არაერთხელ ვთქვით და კიდევ გავიმეორებთ, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ მხოლოდ სახელმწიფოს აზიანებს. მისი პიროვნება თავიდან ბოლომდე განადგურებული იქნება. საზოგადოება დაზიანდა ზოგი სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობით, ქონების მოსპობით, ამ ყველაფერზე ხელს მოაწერს და მიუჯდება რეალურად „ვივა მედში“ მიხეილ სააკაშვილს. თუ შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, „მიუჯდება „ვივა მედში“ ნიშნავს, რომ პოლიტიკურად და არა მხოლოდ პოლიტიკურად როგორც ჩანს, აიღებს მთელ პასუხისმგებლობას, რაც პატიმარ სააკაშვილს ჩაუდენია. ქართულ საზოგადოებას რა დამოკიდებულება გააჩნია სააკაშვილთან დაკავშირებით, კარგად იცით“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა