LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: „ევროკომისიის დასკვნა არის ხალხის ევროპული სურვილის აღიარება, მეორე უარი იმედგაცრუება იქნებოდა – მოსახლეობა შეინარჩუნებს სიფხიზლეს მომდევნო თვეებში, არ ვნერვიულობ!“

131
სალომე ზურაბიშვილი

„ნეგატიური დასკვნა საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის და წაახალისებდა მას, გაეძლიერებინა ზეწოლა საქართველოზე, რომ ის ნაცრისფერი ზონა გახდეს და მოიპოვოს ის ქულები, რომელსაც უკრაინაში კარგავს“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

le monde-სთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ასევე არის ხალხის ევროპული სურვილის აღიარება. მეორე უარი კი, იმედგაცრუება იქნებოდა.

ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი – ვფიქრობთ, რომ რეფორმებს ისე გლობალურად უნდა შეხედოთ, რამდენადაც შესაძლებელია – ესაა სურვილი, რომელიც მომავალი თვეებისა და საფეხურისთვის გვაქვს

დასმულ კითხვაზე: როგორ განმარტავს იმ ფაქტს, რომ კომისიამ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა, თუმცა ოფიციალური სტატუსის მისაღებად ბრიუსელის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი იყო სრულად შესრულებული მთავრობის მიერ, პრეზიდენტმა უპასუხა: „არცერთი ქვეყნის დასახელება არ მინდა, მაგრამ პრეცედენტები უკვე იყო“.

საქართველოს ევროპულ გზაზე უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება - პრეზიდენტი

ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.

„ეს სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებაა. ნეგატიური დასკვნა საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის და წაახალისებდა მას, გაეძლიერებინა ზეწოლა საქართველოზე, რომ ის ნაცრისფერი ზონა გახდეს და მოიპოვოს ის ქულები, რომელსაც უკრაინაში კარგავს.

ეს ასევე არის ხალხის ევროპული სურვილის აღიარება. მეორე უარი იმედგაცრუება იქნებოდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე: ემუქრება თუ არა ეს პოზიტიური მოსაზრება პრორუსული მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გაძლიერებას, რომელიც ევროპას 2024 წლის საკანონმდებლო არჩევნების წინ „საქართველოს ომში ჩათრევის“ სურვილში ადანაშაულებს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „მოსახლეობას დიდი საბჭოთა წარსული აქვს და იცის, რას ნიშნავს ოფიციალური პროპაგანდა, ამიტომ გონიერია და შეინარჩუნებს სიფხიზლეს მომდევნო თვეებში. არ ვნერვიულობ!“

ვენეციის კომისიის წევრი – არა კონკრეტულ წესებში პატარა ცვლილების, არამედ მთლიანი რეფორმების ნახვა გვსურს, რომლებიც შექმნიან შედეგს – სამართლიან არჩევნებსა და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას

„ამ პოზიტიურ მოსაზრებას აქვს ერთი ფუნდამენტური ეფექტი: ის აიძულებს ხელისუფლებას დაიკავონ პროევროპული პოზიცია, რაც თვეების განმავლობაში არ მომხდარა.

თუ ოპოზიციას, რომელიც დანაწევრებულია, სურს ისარგებლოს ამ ახალი სიტუაციით, მას სხვანაირად მოუწევს კამპანიის წარმართვა“. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

magti 5g