LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ჩინეთის ელჩს განემარტა, რომ ინტერვიუში ჩინეთის პრეზიდენტზე მინიშნება არ ყოფილა და სალომე ზურაბიშვილის პასუხი პუტინს შეეხებოდა

140
Untitled design (6)

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე.

„მთლიანი ინტერვიუ მიმართული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოზე და რუსეთზე. შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს“ – ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა ჩინეთის პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას შემაშფოთებელი უწოდა და ელჩთან სინანული გამოხატა

ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა LCI-თან ინტერვიუს მიმდინარეობის დროს, ჟურნალისტის კითხვაზე, გულში თუ იმედოვნებს, რომ პუტინი და ასევე სი ძინპინი როდისმე გასამართლდებიან, განაცხადა: „ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა“.

„როდესაც ასეთ შეფასებას აძლევ ჩინეთის ლიდერს, ამას მხოლოდ უპასუხისმგებლობა არ ჰქვია, ამას პოლიტიკური სიბეცე ჰქვია“ – ვოლსკი ზურაბიშვილის განცხადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები