LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზუსტად ისეთივე ჯადოსნურობით და ენერგიით გაგრძელდება ყველაფერი ნინისთან და ბაბის მუსიკასთან ერთად”

1497
collage

მუსიკოსი თამარ ბაბილუა გუშინ მეგობრებმა და ახლობლემა უკანასკნელ გზაზე გააცილეს. 32 წლის მომღერალი და პიანისტი  ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ბაბის ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი 4 წლის წინ დაუსვეს. ამის მიუხედავად, მას არ შეუწყვეტია შემოქმედებითი საქმიანობა.

მომღერალი სოფო ტოროშელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ბაბის მუსიკა ყოველთვის იცოცხლებს.

“თბილისი – ფოთი … ფოთი- თბილისი
ძალიან მძიმე კვირა გადავიტანეთ 23 მარტიდან , როდესაც უკიდურესად დამძიმდა ბაბის მდგომარეობა დღემდე … საშინლად გვეტკინა გული და ვფიქრობ რომ მაინც არანაირი გამართლება არ არსებობს თუ რატომ უნდა წასულიყო ასე ადრე … თუმცა ამ ყველაფრის მოუხედავად ვფიქრობ, რომ იმდენი რამ დატოვა რასაც ცხოვრების ბოლომდე ვერ აგროვებენ და ვერ ტოვებენ. მე პირველად ჩავედი მის სახლში სადაც ნამდვილი თამუნა ცხოვრობდა … თბილისიდან ფოთამდე მატარებლის გზა საშინლად მძიმე იყო , თუმცა მის სახლში როგორც კი შევედით იმ წამსვე საოცარი გრძნობა დაგვეუფლა ყველას! ჩვენ ესეთ ბაბის არ ვიცნობდით ❤️ მისი პირველი ისნტრუმენტი რომელზეც 4 წლის ასაკში დაიწყო დაკვრა ისევ დგას თავის ადგილას მიუხედავას იმისა რომ დედას სთხოვა ვაჩუქოთ სხვასო მე ახალს ჩამოვიტანო … რუსიკომ ვერ გაიმეტა რა თქმა უნდა და ისევ იქ დგას ❤️ ვნახეთ თამარა ბებია, რომელზეც ლეგენდებს გვიყვებოდა და გვაცინებდა გულის წასვლამდე და მართლაც საოცარი ადამიანია და რაღაც არნახული იუმორის პატრონი, როგორიც თვითონ იყო! იცოდა რომ გვიყვარდა ეს ისტორიები და ყველაზე ძალიან უყვარდა რომ გვაცინებდა ტირილამდე ❤️ ვნახეთ მისი ბავშვობის ფოტოები და ის გზა, რომელიც მან გაიარა იქამდე სადაც მივიდა! პირველად რომ გავიცანი ახალი ჩამოსული იყო ფოთიდან და ძალიან უცხო იყო მისთვის ეს გარემო… “დიდი” ბავშვივით სკამზე იჯდა კონსერვატორიის მე-4 სართულზე და მელოდებოდა რაღაც უნდა მომესმინა მისი შესრულებით … დაკვრა რომ დაიწყო მახსოვს რომ პირველი რაც ვკითხე “ შენ იცი საერთოდ რა არანორმალურად ნიჭიერი ხარ და ის რასაც შენ აკეთებ ასიდან რომ ერთს შეუძლია თქო?”… და მახსოვ გაბრწყინებული თვალებით გამომხედა , პირზე ხელი აიფარა და რავიციო მიპასუხა … ❤️ ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა და დიდი თბილისური ოჯახის შექმნა❤️ ყველაზე ძვირფასი კი რაც დაგვხვდა ფოთში ეს ნინია! რომელიც არის ასლი მისი ❤️ ძალიან ბევრი გეგმა ქონდა რომელიც ვერ მოასწრო , თუმცა ისეთი სიმდიდრე დაგვიტოვა თავისი მუსიკალური არქივის სახით რომ ეს აუცილებლად ყველამ უნდა იცოდეს და ყველამ უნდა გაიგოს თუ რა არნახულად ნიჭიერი, უზარმაზარი და ჯადოსნური ადამიანი იყო თამუნა ბაბილუა ❤️ სწორედ ასეთ ჯადოსნურ ადგილას დავკრძალეთ დღეს სასწაულ ამინდში ზღვის პირას! ხოდა… ყველაფერი წინ არის !!! ზუსტად ისეთივე ჯადოსნურობით და ენერგიით გაგრძელდება ყველაფერი ნინისთან და მის მუსიკასთან ერთად” – წერს სოფო ტოროშელიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები