მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის ყოფილმა მეუღლემ, კალათბურთელმა ირაკლი კეიდიამ სოციალურ ქსელში 2010 წლის არქივიდან ამოღებული ვიდეო გააზიარა, სადაც კალატოზიშვილი მაშინდელ ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს.
ვიდეო ფეისბუკგვერდზე თავდაპირველად თავად ნანკა კალატოზიშვილმა გაავრცელა და დაწერა:
„2010 წელი. ისევ არ ესმით, ისევ ძალადობენ, ისევ გისმენენ და ზემოდან ქვეყანას ყიდიან. მოძალადე სისტემა უნდა დაინგრეს, რომელიც არაა ერთი და ორი კაცი – ყველა შემსრულებელია, დიდიან პატარიანად.“
აღნიშნულ ვიდეოს კეიდიამ ასეთი წარწერა დაურთო:
„2010. ნაციაო ნაცი ზუსტად ვიცი, რომ ათი წლის მერეც რქებით დაეჯახება მომდევნო მთავრობას და არაფერს არა გაუტარებს.“
2010. ნაციაო ნაცი🤦🏻 ზუსტად ვიცი რო ათი წლის მერეც რქებით დაეჯახება მომდევნო მთავრობას და არაფერს არა გაუტარებს 👊👊👊
Posted by Irakli Keidia on Tuesday, July 15, 2025
ნანკა კალატოზიშვილი აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში და ღიად გამოხატავს საკუთარ სამოქალაქო პოზიციას.