„ზუსტდება ვადები, თუ როდის მიეწოდება საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინა, ამ ეტაპზე კი, მუშაობა „სინოვაკის“და „სინოფარმის“ მობილიზებაზე მიმდინარეობს,“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა
ინფიცირებულ პირს დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს.
მისი თქმით, ივნისის თვეში, ადმინისტრირებისთვის დაახლოებით 160 000 დოზა ვაქცინაა გამზადებული. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, აქ შედის პირველი დოზების სახით 40 000-მდე „სინოვაკი.” ასევე, „ასტრაზენეკას“ გარკვეული რაოდენობა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, ველოდებით შევსებას.
„ივნისის ბოლოდან დაზუსტდება დეტალები, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვაქცინების გაფართოების შედეგად ივლისი-აგვისტო მეტად აქტიური მოცვის იქნება. ამ ეტაპზე მუშაობა „სინოვაკის“, „სინოფარმის“ მობილიზებაზე მიმდინარეობს.
ასევე, როგორც იცით, პირველი ეტაპი დასრულებულია და მეორე ეტაპზე ვართ „ფაიზერთან“ მიმართებით და მისი მოწოდების ვადები დაზუსტდება. რაც შეეხება „კოვაქსის პლატფორმას“, „კოვასის პლატფორმიდან“ დამატებით შესაძლებელია „ჯონსონის და ჯონსონის“ და ასევე „ნოვა ვაქსის“ მიღებაც, ოღონდ შედარებით მოგვიანებით, დაახლოებით სექტემბრიდან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.