LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების აქტიური ტემპით მოხსნა აღარ იგეგმება: თამარ გაბუნია

73
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ძალიან ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის იყო დაწესებული, ამიტომ შეზღუდვების აქტიური ტემპით მოხსნა აღარ იგეგმება.

მისივე განცხადებით, რეგულაციები, რომლებიც სარესტორნო ბიზნესისთვის არის დაწესებული, ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული.

„ძალიან ბევრი შეზღუდვა მოიხსნა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მეტად აქტიური ტემპით შეზღუდვების მოხსნა, რა თქმა უნდა, აღარ იგეგმება, რადგან ის რეგულაციები, რომელიც დაწესებულია ტურიზმის და სარესტორნო ბიზნესისთვის უნდა იქნეს ზედმიწევნით დაცული იმისთვის, რომ მათ შეძლონ ტურისტების აქტიური შემოსვლის პერიოდში უსაფრთხო მუშაობის გაგრძელება. ეს არის რეგულაცია, რომელიც ჩვენ გვაძლევს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების შესაძლებლობას“, – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემდეგი რეგულაციები მოქმედებს:

  1. აუცილებელია პირბადის ტარება საჯარო და დახურულ სივრცეში.
  2. ქორწილების, ქელეხების, ბანკეტებისა და მსგავსი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე შეზღუდვა ძალაში რჩება.
  3. გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს.

პოპულალურები