LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს

87
კომენდანტი

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. მიზეზად სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერა სახელდება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე გავრცელდება.

„შეზღუდვების პერიოდი იმოქმედებს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე, ცხადია, ნებისმიერი მოქალაქისთვის. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ ფერმერებს შევუწყოთ ხელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის და პროდუქციის რეალიზაციისთვის. თუმცა, ცხადია, ვრცელდება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე, პირზე, რომელიც საქართველოში იმყოფება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები