ცნობილი დიზაინერი ზვიად ციკოლია სოციალურ ქსელში პოლიტიკური შინაარსის სტატუსს აქვეყნებს და ხელისუფლებას და ოპოზიციას წერილით მიმართავს:
„ყველამ კარგად ნახა, ბოლო პერიოდში რამდენად ინერტული ვარ პოლიტიკური მოვლენების მიმართ და ბევრჯერ აღვნიშნე, თუ რამდენად მიუღებელია ჩემთვის ეს თემა, თუმცა ის, რაც დღეს ხდება, გულგრილს ვერ დატოვებს ვერავის, ვისაც კი ოდნავ გული შესტკივა საქართველოს იმიჯზე და მომავალზე.
93-ში ერთხელ უკვე ჩა..ვით სერიოზულად, როცა პირველი პრეზიდენტი გავისტუმრეთ იმქვეყნად. კიდევ ერთი ასეთი შეცდომა არამც თუ რომელიმე ხელისუფალს, არამედ სრულიად საქართველოს და ერს აღარ ეპატიება. ჩვენ ვიქნებით თითით საჩვენებელი დაცინვის ობიექტები. მნიშვნელობა არ აქვს, ამ შემთხვევაში ვისზეა საუბარი, შევარდნაძეზე, სააკაშვილზე თუ ზურაბიშვილზე. ღირსება უნდა შევინარჩუნოთ ბოლომდე და არავის მივცეთ იმის საშუალება, რომ მომავალში აშკარა შეცდომები წამოგვაძახონ და უფრო მეტიც, წინ დაგვახვედრონ. თხოვნით მივმართავ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ნუ გადააყოლებთ საკუთარ ამბიციებს ქვეყნის მომავალს. სჯობს, ერთად დავდგეთ ყველა საერთო მტრის წინააღმდეგ და ერთად ვებრძოლოთ“.