LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში არ მოგცემთ იმის თქმის უფლებას, რომ პარლამენტი რუსულ კანონებს იღებს“ – პაპუაშვილი ოპოზიციას 

141
ing (6)

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს მაქვს ვალდებულება, პარლამენტის ღირსების დასაცავად ყველა ზომა მივიღო. დღეს არაერთხელ მოვისმინეთ ტერმინი „რუსული კანონი“. მინდა კატეგორიულად განვაცხადო, საქართველოს პარლამენტი, სადაც სხედან ქართველი ხალხის არჩეული წარმომადგენლები, მხოლოდ და მხოლოდ ქართულ კანონებს იღებს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში არავის მისცემენ იმის თქმის უფლებას, რომ საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონებს იღებს:

„რაც ჩვენ მარტში, ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით ვიხილეთ, ეს იყო ტიპური „კაგებეს“ წიგნებიდან ამოკითხული პროპაგანდის ტაქტიკები, რათა თეთრს დაერქვას შავი, ქართულს კი რუსული. იმ პროპაგანდისტული საინფორმაციო შტურმით, მათ სადისკუსიო თემის დისკრედიტაცია უნდოდათ. შეიძლებოდა დისკუსია, მსჯელობა, მაგრამ იარლიყის მიკვრით და ბრენდირებით, არადემოკრატიულად, ზუსტადაც რუსული სტილით, „კაგებეს“ წიგნიდან ამოკითხული ტაქტიკებით ქართველმა და უცხოელმა აქტორებმა საქართველოს პარლამენტს ჩირქი მოსცხეს.

ამ საინფორმაციო შტურმში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი აქტორები, ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე.

ნებისმიერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონებს იღებს, სხვა არაფერია, თუ არა „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოკითხული პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და ამის უფლებას ამ დარბაზში არავის მოგცემთ.

ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში არ მოგცემთ იმის თქმის უფლებას, რომ საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონებს იღებს“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ელისაშვილი უმრავლესობას: „რატომ ნაყავთ წყალს, როცა იცით, რომ წყლის ნაყვის შედეგად არაფერი დარჩება“  

magti 5g