LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი უმრავლესობას: „რატომ ნაყავთ წყალს, როცა იცით, რომ წყლის ნაყვის შედეგად არაფერი დარჩება“ 

164
ing (4)

„აბსოლუტურად ამაო ძალისხმევით ხართ დაკავებულები, რატომ ნაყავთ წყალს, როცა იცით, რომ წყლის ნაყვის შედეგად არაფერი დარჩება?“ – ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

ჩარკვიანი: „გვითხრეს, არჩევნებს ვერ იგებთო, ბრეჟნევის დროსაც ვერავინ იგებდა, ამ ტიპის ხელისუფლების პირობებში არჩევნებს ვინ მოიგებს.. დაველოდებით, ხალხს ეს ყველაფერი ყელში ამოუვა“  

„ჩვენს უახლეს ისტორიას რომ თვალი გადავავლოთ, გავიხსენოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო წლები, მიიღეს ასეთი ცვლილება, სწორედ გახშირებული მიტინგებისა და აქციების გამო, რომ სამთავრობო შენობებთან ადრე თუ არ შეიძლებოდა 20 მეტრზე მეტად მიახლოება, დისტანცია 50 მეტრამდე გაზარდეს.

პანტაპუნტით იჭერდნენ მერე აქტივისტებს, მაგრამ, საერთო ჯამში, ამან არ უშველა, აგერ ოპოზიციაში სხედან – ჰკითხეთ რამდენად უშველა ასეთმა ძალისხმევამ.

ზუსტად იგივეა, რისი ცვლილებაც გინდათ, პრევენცია გინდათ იმის, რომ ქუჩაში ხალხი არ გამოვიდეს და თუ გამოვა, რაღაცნაირი ბერკეტი გქონდეთ. მოდით ახლა კაცობრიობის ისტორიას გადავავლოთ თვალი, ჩვენს უახლეს ისტორიასთან ერთად. სადაც კი რაიმე რევოლუცია მომხდარა და ქუჩაში აქციებითა და მღელვარებით ხელისუფლება შეცვლილა, იქ მთავარი მოქმედი პირი ხელისუფლება და მის მიერ დაშვებული შეცდომები იყო, რომ ის არ უგდებდა ყურს ხალხს, არ ფიქრობდა ხალხის რეალურ პრობლემებზე, ხალხის გასაჭირზე, სადღაც თავისას ერეკებოდა და ყველას ის შედეგები უდგებოდა, რომელიც დაუდგა“, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

„პოლიციის მხრიდან კარვის დაშლა ლეგიტიმური ვერ იქნება თუ მაგალითად ყინვაში კარავში ადამიანები არიან“ – დავით მათიკაშვილი

ცნობისათვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი. დღეს პარლამენტში კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში განხილვა გრძელდება.

ცვლილებების მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. შემოდის ახალი ამკრძალავი ნორმები. პროექტით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

კანონპროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

„თქვენც ხომ არ დაგიბერათ შიშმა და ზურგში ხომ არ იგრძენით ნიავი? შიშისგან მზად ხართ, მთელი ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაწიროთ, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოთ“ – სამნიძე წილოსანს 

პოპულარულები