LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად რატიანი: შეიძლება სისულელედ ჟღერს, მაგრამ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ

113

პოეტი ზვიად რატიანი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან დაკავების დეტალებს იხსენებს. ის მის დაკავებას  ქურთუკის ფერს უკავშირებს. გარდა ამისა, ამბობს რომ სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

„ვიყავი ნასვამ მდგომარეობაში, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე რაც გავიგე, შეიძლება სისულელედ ჟღერს, მაგრამ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 8 სამართალდამცველი მირტყამდა, ძირითადად თავის არეში. სხეულზეც მაქვს დაზიანებები. ყელში მიჭერდნენ, მეც ვუწევდი წინააღმდეგობას. დაახლოებით ორი საათი ვიყავი მანქანაში. იარაღით მუქარა არ ყოფილა, მხოლოდ ხელკეტი ჰქონდათ. საათობით გაგრძელდა ჩემი წვალება. როცა მიმიყვანეს დაკავების იზოლატორში, აქ კარგად მექცეოდნენ, ექიმიც მოვიდა“,- აცხადებს რატიანი.

 

 

 

პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს და სცემეს, ცოტა ხნის წინ ხელწერილის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

ზვიად რატიანის საქმეში პოლიციელის სავარაუდო დანაშაულზე დღეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ  რატიანის დაკავების ფაქტს გენერალური ინსპექცია სწავლობს, პირველადი შესწავლის შედეგად კი, ორივე მხარის პასუხისმგებლობა იკვეთება. შსს-ს განმარტებით, იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე ამ პოლიციელს უფლებამოსილებას შეუჩერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g