პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმაურება.
სასამართლომ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ზვიად შალამბერიძის სიტყვებით, „დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანაში სასამართლო არის სრულიად დამოუკიდებელი და მუხლის გადაკვალიფიცირება მიუთითებს, იმაზე, რომ მოსამართლემ მიიღო სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება“.
მოსამართლე მზია ამაღლობელს: „შეგიძლიათ პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოთ“
„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო ჩვენს ქვეყანაში არის სრულიად დამოუკიდებელი და ის ფაქტი, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა მიუთითებს, იმაზე, რომ მოსამართლემ მიიღო სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. სხვადასხვა სპეკულაციები ამ თემაზე, რომელიც უკვე დაიწყო, რომელიც დარწმუნებული ვარ გაგრძელდება ნამდვილად უადგილოა. გადაწყვეტილება მიღებულია ისეთი, რაც მოსამართლემ ჩათვალა საჭიროდ“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.