„მთელმა საქართველომ რაც იცის, იცის შეცდომით. კონფლიქტი რაზეც მოხდა, ჩემი პირადული იყო. ზურა სულ შემთხვევით მოვიდა, ზვიადი იყო ჩემი ძმაკაცი და ჩემთან იყო, ერთი წუთის მოსული იყო ზურა, კონფლიქტი რომ დაიწყო”, – ამის შესახებ წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ჯაბა ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომელიც იარაღის უკანონოდ ფლობაზეა ბრალდებული.
უსამართლოდ ვიცემე და ამიტომ მჭირდებოდა, ზურა შემთხვევით მოვიდა, დამირეკა, სად ხარ, ზვიადს ვურეკავ და არ მპასუხობსო და ვუთხარი სად ვიყავი. მინდა, ყველმა იცოდეს, ზურას, რომ ეს რეაგირება არ გაეკეთებინა, არც მე არ ვიდგებოდი დღეს აქ, არც ზურა იქნებოდა ცოცხალი და ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა. მე მქონდა იარაღი, გაფორმებული მქონდა ტარების უფლებით და მანქანაში მქონდა. ჩვენ მიმართ გამიზნული სროლა იყო, ყველას გვესროდა“, – განაცხადა ჯანგირაშვილმა.
მისივე თქმით,ზვიადაურები სამშენებლო ბიზნესის წილში არ ყოფილან.
„მინდა ყველამ იცოდეს, ლაპარაკობენ – ზვიადაურები წილში იყვნენო, არაფერში არ ყოფილან, ჩემ გვერდით იდგნენ“, – განაცხადა ჯანგირაშვილმა.
ზურაბ ზვიადაურის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ - თელავის სასამართლომ მსაჯულების შერჩევა დაიწყო
სასამართლომ, 12 ნაფიცი და 2 სათადარიგო მსაჯული უნდა შეარჩიოს, რომლებიც საბოლოო ვერდიქტს გამოიტანენ.
მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში 17 აგვისტოს მოხდა.
ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი პირი. გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი იყო ზურაბ ზვიადაურს ძმა, ზვიად ზვიადაური.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.მოსამართლემ ზვიადაური 50 ათას-ლარიანი, ხოლო ჯანგირაშვილი 5 ათას-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 29 ნოემბერს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
საქმეზე მომდევნო სხდომა 21 იანვარს იგეგმება.