LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყვე­ლა­ფე­რი უფ­ლის­თვის მი­მინ­დია. პი­რა­დად მე ზვიადაურს შევუდნობ და ვა­პა­ტი­ებ! იმი­ტომ ვა­პა­ტი­ებ, რომ ჩემი შვი­ლიც აპატიებდა” – რას ამბობენ მოკლული ნიკა კენჭოშვილის მშობლები

498
BeFunky-collage (10)

წი­ნან­დალ­ში, სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლი 27 წლის ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბი, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას,ზურაბ ზვიადაური 50 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ დაკავშირებით უსა­მარ­თლოს უწო­დე­ბენ.

“როცა ეგ ჩემპიონი გახდა, მეამაყებოდა, ვლოცავდი და ვფიქრობდი, რომ საქართველოს საამაყო შვილები იყვნენ, თურმე ეგენი მკვლელები ყოფილან”,- ამბობს მოკლულის დედა.

ნიკა კენჭოშვილის დედის თქმით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ ზვიადაურს 5 წელს მაინც მისცემდნენ.

“სა­მარ­თა­ლი მემ­გო­ნი არ არ­სე­ბობს ამ დე­და­მი­წა­ზე. მკვლე­ლი რო­გორ უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლო. ეს ადა­მი­ა­ნი არ უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო ციხიდან სა­ნამ არ მი­ვი­ღებ­დით სა­ბო­ლოო დას­კვნას ექ­სპერ­ტის. ექ­სპერ­ტის დას­კვნა ჯერ არ არის, სა­ი­დან გა­მო­აქვთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლა­ბა?! პირველად ვამ­ბობ ამას, სუ­რა­თე­ბით გვაქვს ნა­ნა­ხი, 7 ად­გილ­ზე აქვს ჩემ შვილს ჭრი­ლო­ბე­ბი. რათ უნ­დო­და ახ­ლოს, მიბ­ჯე­ნით სრო­ლა, თავ­ში წა­მო­ერ­ტყა. მე მინ­და მო­სა­მარ­თლე მა­მუ­კა წიკ­ლა­ურს მივ­მარ­თო, მი­ი­ღებ­და თუ არა მსგავს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩემს შვილ­თან დაკავშირებით, ის რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო? რის საფუძველზე მიიღო, რატომ მიიღო ამა­ზე მი­პა­სუ­ხოს.

რა­საც ახლა ვი­ტყვი, ამას ჩემი შვი­ლის სუ­ლის ცხო­ნე­ბის­თვის ვი­ტყვი – ყვე­ლა­ფე­რი უფ­ლის­თვის მი­მინ­დია. პი­რა­დად მე ზვი­ა­და­ურს შევუდნობ და ვა­პა­ტი­ებ! იმი­ტომ ვა­პა­ტი­ებ რომ ჩემი შვი­ლიც აპა­ტი­ებ­და”- ამ­ბობს მოკლული ნიკა კენჭოშვილის მამა.

 

მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და მასთან ერთად დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილი, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პატიმრობაში მყოფი ზვიადაურისათვის დაცვის მხარე 50-ათასლარიან, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილისათვის -5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ბრალდების მხარე ორივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა და მოთხოვნას სავარაუდო დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებით ასაბუთებდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, ზურაბ ზვიადაურს, 2021 წლის 18 აგვისტოს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g