LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამრიკო ჭოხონელიძემ გია როინიშვილთან ერთად რომში იმოგზაურა: „ეს საჩუქარი ჩემი შვილებისგან მივიღე…“

626
გია-როინიშვილი

თამრიკო ჭოხონელიძე დაბადების დღეს 18 იანვარს აღნიშნავს.

ამ დღეს მას შვილებმა განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყვეს და მეორე ნახევართან ერთად რომში გაუშვეს სამოგზაუროდ.

ამის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა:

„გამორჩეული საჩუქარი მივიღე ჩემი შვილებისგან. მართლა ძალიან გადაღლილი ვარ და მითხრეს, შენ აუცილებლად გჭირდება ისეთ ქალაქში წასვლა, რომელიც განტვირთვაში დაგეხმარება და დადებითი ემოციებით აგავსებსო, ქალაქში, რომელიც შენ ძალიან გიყვარსო და ეს არის რომი. მე და გია ხუთი დღით გაგვიშვეს რომში და მათი უზომოდ მადლობელი ვარ. თავიდან ძალიან შევწუხდი, რომ ეს ხარჯი გაიღეს. ჩემი შვილები ძალიან პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობენ, ალბათ, რამდენ ხანს აგროვეს თანხა ამისთვის და ამაზე ფიქრმა დამტანჯა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სისულელე იყო ჩემი ასეთი განწყობა, უნდა მიიღო ის, რასაც გულით გჩუქნიან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g