LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც თქვენს შვილს კითხვას შეაყვარებს

893

„ფორტუნას“ მიერ შერჩეული საბავშვო ლიტერატურა სპეციალურად განკუთვნილია 14-დან 16 წლამდე ბავშვებისთვის.  ეს წიგნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეთავაზოთ იმ ბავშვებს, რომლებსაც კითხვა არ უყვართ.

მაშ ასე, 10 წიგნი, რომელიც თქვენს შვილებს კითხვას შეაყვარებს:

„ტომ სოიერის თავგადასავალი“  – მარკ ტვენი

დიდი მწერლის უკვდავი რომანი, რომელიც ტომ სოიერისა და მისი მეგობრების ისტორიას გვიყვება. კეთილი იუმორი, მოულოდნელი სიუჟეტური ცვლილებები, სათავგადასავლო სული და მთავარი გმირი, რომელიც საკუთარ თავში ბავშვობის საუკეთესო მხარეებს აერთიანებს. ეს ყველაფერი ადვილად იპოვის გზას ნებისმიერი ბავშვის გულამდე.

„პატარა უფლისწული“ – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

ძალიან კეთილი ზღაპარი, რომელიც ბავშვმა ადრეულ ასაკში უნდა წაიკითხოს. ის ძალიან მარტივ ენაზეა დაწერილი და პატარებს მეგობრობასა და სიყვარულს ასწავლის. ის აუცილებლად დააფიქრებს პატარებს, რა უნდა დააფასონ ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში.

„კორალინა“ – ნილ გეიმანი

წიგნის მთავარი გმირი კორალინა მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ძველ სახლში გადადის, სადაც იპოვის კარს, რომელსაც ის პარალელურ სამყაროში გადაჰყავს. ეს სამყარო ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, სადაც მთავარი გმირი ცხოვრობს. ამ უცნაურ სახლში კორალინა ახალ მეგობრებს  შეიძენს და თავგადასავლების ძიებაში ახალი გამოწვევების წინაშე დგება. პატარა მკითხველი სულმოუთქმენლად დაელოდება მოვლენების განვითარებას.

„წიგნების სერია ჰარი პოტერზე“ – ჯოან როულინგი

ამ საკულტო წიგნებმა თავი თაობებს შეაყვარა. წიგნი პატარა ჯადოქრის, ჰარი პოტერის საოცარ ისტორიებზე გვიყვება, რომელიც სიმამაცის, უხლოესი მეგობრებისა და კეთილი ადმიანების დახმარებით ბოროტ ჯადოქარს ებრძვის.

„განძთა კუნძული“ – რობერტ სტივენსონი

წიგნის სიუჟეტის მიხედვით, ყოფილი მეზღვაური საიდუმლო ვითარებში იღუპება. მთავარი გმირი ჯიმი და მისი დედა გარდაცვლილი მეზღვაურის სკივრზე კაპიტან ფლინტის კარტას პოულობენ, რომელზეც განძთა კუნძულის რუკაა გამოსახული. ჯიმი სპეციალურ ექსპედიაცისთან ერთად სიმდიდრის საძებრად მიემგზვრება და სწორედ ასე იწყება ყველაზე საინტერესო სათავგადასავლო ისტორია, რომელიც ბავშვებს უდაოდ მოეწონებათ.

„ნუ მოკლავ ჯაფარას“ – ჰერპერ ლი

წიგნის სიუჟეტი და პერსონაჟები ეფუძნება ავტორის მოგონებებს ოჯახსა და მეზობლებზე. ასევე ამბავს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მის მშობლიურ ქალაქში 1936 წელს, როცა ავტორი 10 წლის იყო.

„ნარნიის ქრონიკები“ – კლაივ ლუისი

წიგნების სერია ფენტეზისა და საბავშვო ლიტერატურის ზღვარზე გადის. მასში მოთხრობილია ბავშვების მოგზაურობა ჯადოსნურ ქვეყანაში, სადაც ცხოველებს საუბარი შეუძლიათ, ხოლო ბოროტებას სიკეთე ებრძვის. ამ წიგნებში გვხდება ისტორიები ბიბლიურ მოტივებზეც.

„ვაფლის გული“ –  მარია ფარი

პატარა ბიჭის ტრილესა და მისი მეზობლის  ლენას ისტორია. ისინი ზღვის სანაპიროზე ცხოვრობენ და ყოველთვის აქვთ საინტერესო საქმე. ესა არის ძალიან მყუდრო, ოჯახური, კეთილი და ზღაპრული წიგნი, რომელიც ბავშვობის ყველა მოგონებას ერთად აცოცხლებს.

„ბნელი საწყისები“ – ფილიპ პულმანი

ესაა ტრილოგია, რომელიც ერთმანეთში სამ პოპულარულ რომანს აერთიანებს. აქედან ყველაზე პოპულარულია „ჩრდილოეთის ნათება“, რომელიც ამერიკაში „ოქროს კომპასისი“ სახელით გამოიცა. წიგნების სერია პატარა გოგონას ლერა ბელაკვას ჯადოსნური, მაგიური და სამეცნიერო თავგადასავლების შესახებ გვიყვება.

„ბეჭდების მბრძანებელი” – ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი

ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანი, რომლის 150 მილიონზე მეტია ასლია გაყიდული. რომანის სახელწოდებაში იგულისხმება მთავარი უარყოფითი პერსონაჟი, ბნელი მბრძანებელი სუიარონი, რომელსაც შექმნა ბეჭედი ძალაუფლების ბეჭდების დასამორჩილებლად. ნაწარმოები მოიცავს მთელ შუახმელეთს, რომელშიც მოგზაურობენ ჰობიტები, ფროდო ბეგინსი, სემუაიზ გემჯი, მერიადოკ ბრენდიბაკი და პერეგრინ ტუკი, ისევე როგორც მათი მეგობრები.

„მომო“ – მიხაელ ენდე

წიგნის სიუჟეტის მიხედვით, პატარა ქალაქში ცხოვრობს საოცარი გოგონა სახელად მომო. გოგონას აქვს უნიკალური უნარი დაეხმაროს ყველა ადამიანს, რომელიც მასთან რჩევისთვის მოდის, თუმცა ბოროტი ადამიანები ამას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. მომოს მთავარი ამოცანაა დაანახოს ხალხს, რომ მთავარი ფასეულობა სიყვარულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები