LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

​მეუბნებიან „ღამე იხდის ბავშვიო“, რადგან იხდის, ე.ი. სცხელა! ამ არასწორი ჩაცმულობით საბოლოოდ იღებთ განვითარების შეფერხებას – ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

10516
bakurkotetishvili

ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ქართველი მშობლების მიერ ბავშვების თბილად ჩაცმის არასწორ პრაქტიკაზე ისაუბრა და განმარტა, რატომ არის ეს დიდი შეცდომა:

​„ნებისმიერი შეკოჭვა, შებოჭვა, მოჭერა არის მოძრაობის შეზღუდვა. არცერთ ჩვენგანს არ აწყობს არანაირი მოჭერილი ტანსაცმელი. ეს არის დისკომფორტი. ბავშვს უნდა ჩავაცვათ რაც შეიძლება ხალვათად, რაც შეიძლება მინიმალური ტანსაცმელი. ბავშვის ტემპერატურა 10 ერთეულით მაღალია მოზრდილის ტემპერატურაზე. გავრცელებული აზრი, რომ ბავშვს სცივა, მიაფარეთ, სავალალოა. ხდება გადახურება, ორგანიზმი აორთქლებს დიდი რაოდენობით სითხეს. როდესაც აორთქლება ვერ შველის, რთავს დაცვის სისტემას, რომელიც არის ოფლდენა. ოფლი არის მკვეთრი დანაკარგი როგორც სითხის, ასევე მინერალური მარილების.

ბევრი ჩაცმა ახასიათებთ განსაკუთრებით ღამე, საბნის ქვეშ. ​მეუბნებიან „იხდის ბავშვი.“ რადგან იხდის, ე.ი. სცხელა. ამას ბევრი განმარტება არ უნდა. აორთქლებული სითხე დიდი დეფიციტია ორგანიზმისთვის. ჩვილის სხეულის 92 % არის სითხე. რაც უფრო ასაკში შევდივართ, ვშრებით. ასაკოვანმა ადამიანმა და ჩვილმა ერთნაირად რომ დაკარგონ სითხე, ბავშვისთვის უფრო სავალალოა, იმიტომ, რომ მოთხოვნილება არის ძალიან დიდი. ამას არავინ აქცევს ყურადღებას.

ნებისმიერი გამოშრობა იწვევს კუნთის ტონუსის დაქვეითებას, რაც მოძრაობით აქტივობას აქვეითებს. ამ არასწორი ჩაცმულობით საბოლოოდ იღებთ განვითარების შეფერხებას“ – ამ თემაზე ბაკურ კოტეტიშვილმა გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ისაუბრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები