LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ შეეხო, არ აიღო, არ გაიქცე, არ ადგე – ეს არ შეიძლება…“ – როგორ აფერხებს აკრძალვები ბავშვის განვითარებას, რას ამბობს ბავშვთა ნევროლოგი, ბაკურ კოტეტიშვილი 

293
ბაკურ კოტეტიშვილი

„ჯანსაღი დიალოგის“ სტუმარია, ბავშვთა ნევროლოგი, ბაკურ კოტეტიშვილი.

სპეციალისტმა YouTube პოდკასტში ისაუბრა, თუ როგორ აფერხებს მუდმივი აკრძალვები ბავშვის განვითარებას:

„წარმოიდგინეთ, არ შეეხო, არ აიღო, არ გაიქცე, არ ადგე – ეს არ შეიძლება, დაფიქრდით აბა. საბოლოო ჯამში ნეირონული ქსელის დაბლოკვა ხდება, ვაფერხებთ… ის მაინც ვითარდება, ოღონდ ძალიან რთულად და მძიმედ, ვიდრე საღად და თავისუფლად. ძალიან ხშირად დასჯისა თუ აკრძალვის მიზნით, რაღაც თქვენი ქცევა აუკრძალავთ, ყველა ვარიანტში ცდილობდით, რომ ის ქცევა შეგესრულებინათ…

არსებობს ასეთი ნივთიერებები, ნეიროტრანსმიტერები, რომლებიც თავის ტვინის ბიოქიმიას განაგებენ. არსებობს კეთილგანწყობის, სიამოვნების, მოსვენების, ისევე როგორც დაძაბვის, შფოთვის, თავდაცვის ნეიროტრანსმიტერები. ესე იგი ვითარდები, ოღონდ თავდაცვითი მდგომარეობით, ნაცვლად იმისა, რომ განვითარდე ლაღად, თავისუფლად“ – ამბობს კოტეტიშვილი.

magti 5g