LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 დღის 10 კონცერტი: „შემოდგომის თბილისი“ წელს ყველაზე შთამბეჭდავი იქნება

143

მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ფესტივალის შესახებ ისაუბრეს.
ფესტივალის მსვლელობისას ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური კულტურული ცენტრის სცენაზე  წარდგებიან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები  გერმანიიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან და ესპანეთიდან.

ფესტივალი ათი დღე გაგრძელდება და ათი კონცერტი გაიმართება. კონცერტების სერიას ცნობილი კატალონიელი მუსიკოსი იორდ სავალი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი საქართველოს სინფონიეტა გახსნის. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში თბილისს ხატია ბუნიათიშვილი ეწვევა და 15 სექტემბერს თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად  დაუკრავს.

 

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 1993 წელს დაფუძნდა.

 

თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით:
“წელს ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” იქნება ყველაზე გამორჩეული თავისი საზეიმო გახსნა-დახურვით. რა თქმა უნდა, იქნება შთამბეჭდავი და მრავლაფეროვანი საკონცერტო პროგრამა.”

“წელს, 10 წლის შემდეგ, კვლავ ერთად დაუკრავენ ხატია ბუნიათიშვილი და სიმფონიური ორკესტრი. მე ვიქნები დირიჟორი და ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა. ზოგადად, ეს ფესტივალი მეამაყება იმიტომ, რომ ყველანაირ სირთულეს გაუძლო. წელს იქნება ყველაზე შთამბეჭდავი მუსიკალური პროგრამა კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის”, – განაცხადა მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ.

 

ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” თბილისის მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები